საქართველოში სამომხმარებლო ფასები ერთ წელში 7 პროცენტით გაიზარდა

03 იანვარი 2020, 11:51 1670 ნახვა

საქართველოშ სამომხმარებლო ფასები ერთ წელში 7.0 პროცენტით გაიზარდა,  დეკემბერში კი წინა თვესთან შედარებით კი ფასნამატმა 0,4 პროცენტი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ფასების მატებამ  სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 12,3 პროცენტით.  გაძვირებულია ხილი და ყურძენი – 31.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები -14.8 პროცენტით, თევზეული – 14.2 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 14.1 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი -13.5 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 10.7 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 9.1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 6.6 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 5.0 პროცენტით, ასევე ზეთი და ცხიმი – 4.6 პროცენტით.

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში წლიურად ფასები 15.6 პროცენტით არის მომატებული. გაძვირებულია როგორც თამბაქოს ნაწარმი, ასევე ალკოჰოლური სასმელები.

დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში 2.9 პროცენტიანი მატება ფიქსირდება.

ამასთან, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 7.9 პროცენტით, მათ შორის 9.0 პროცენტით – საზოგადოებრივ კვებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში