ბათუმის დედათა და ბავშთა რეგიონულ ჰოსპიტალში 126 ბავშვი მკურნალობს 

03 იანვარი 2020, 12:08 1875 ნახვა

ბათუმის დედათა და ბავშთა რეგიონულ ჰოსპიტალში მიმართვიანობა გაზრდილია. ამ ეტაპზე კლინიკაში 126 მოზარდი მკურნალობს. აქედან 30% აღენიშნება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების სიმპტომები. ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე მათგანს კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ. რაც შეეხება გართულებებს, ექიმები ამბობენ, რომ მძიმე პაციენტები არ ჰყავთ. 

''მომართვიანობა გაზრდილია წინა ორ თვესთან შედარებით, თუმცა გასულ წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. ​გართულებების შემთხვევები კი არ გვქონია'' - აცხადებს ექიმი.  

მედიკოსების ინფორმაციით, ძირითადად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რაც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ბათუმის დედათა და ბავშთა რეგიონული ჰოსპიტალი გუშინ გადატვირთული იყო და მაუწყებლის ინფორმაციით, პაციენტების სიმრავლის გამო, პროცედურებისთვის დერეფნებსაც კი იყენებდნენ.  

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ​ამბულატორიული მიმართვიანობა ნამდვილად გაზრდილია, განსაკუთებით ბავშვებში, თუმცა ჰოსპიტალიზაციის წილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაღალი არ არის.

ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, მაღალი ტემპერატურის დროს კლინიკებს მიმართონ, ​​რისკ-ჯგუფში შემავალმა პაციენტებმა კი ვაქცინაცია ჩაიტარონ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში