მკვლელობისთვის ძებნილი პირი ორი თვის შემდეგ დააკავეს - შსს

03 იანვარი 2020, 14:12 1507 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველები მას თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ეძებდნენ. დაკავებული 36 წლის მამაკაცია, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. 

სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე, 5 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში