ჩაქვის გვირაბთან ავარიის დროს მოქალაქემ თვალის ტრავმა მიიღო

03 იანვარი 2020, 16:40 2779 ნახვა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. 

ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ 62 წლის ქალი კლინიკაში თავის ქალის დაზიანებით, ტვინის შერყევით და ყვრიმალ-ძვლების მოტეხილობით შეიყვანეს. მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

ავარიის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში