ხულოს მერია თანამედროვე სტილის მაგიდებსა და სკამებს ყიდულობს

04 იანვარი 2020, 12:45 2005 ნახვა

ხულოს მერია თანამედროვე სტილის მაგიდებსა და სკამებს ყიდულობს. მუნიციპალიტეტმა რატანის 4 მაგიდისა და 16 ერთეული რატანის სკამის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. მერია მზადაა მომწოდებელს, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს 3 600 ლარი გადაუხადოს.

სატენდერო პირობების თანახმად მოწოდებული საქონელი უნდა იყოს წყალგამძლე, მაღალი ხარისხის სინთეზური რატანის ზედაპირით, ალუმინის ჩარჩოთი და  პლასტიკური ტოპით. ალუმინის ან მეტალის ფეხით.

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ შეძენილი ავეჯი ვეტერანთა კლუბში განთავსდება. მათივე თქმით, მოთხოვნა იყო, რომ ავეჯი გამძლე ყოფილიყო,  მასალის შერჩევისას კი გაითვალისწინეს, რომ მაგიდები და სკამები შესაძლოა კლუბის წევრებმა გარეთ გამოიტანონ.

ვეტერანთა კლუბი მუნიციპალიტეტმა 9 აპრილის სკვერში გასულ წელს ააშენა. 

სატენდერო წინადადებების მიღება 10 იანვარს მთავრდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში