ილია მეორე მილოცვებს იღებს - ივანიშვილი საპატრიარქოში მივიდა

04 იანვარი 2020, 15:15 1307 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 87 წლის გახდა, ილია II მილოცვებს იღებს. საპატრიარქოში მომლოცველები იკრიბებიან, იუბილის მისალოცად მივიდა ბიძინა ივანიშვილიც. „პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია“ - ამ სიტყვებით ულოცავს, თარიღს საქართველოსო ეკლესიის მეთაურს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი გახარიას თქმით, ილია მეორის მოღვაწეობა, არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის. „მთელი სიცოცხლე მიუძღვენით ღვთისმსახურებას, სამშობლოს და ხალხს, რწმენის აღდგენას და გაძლიერებას, სულიერი ტაძრის მშენებლობას, რომელიც გვაერთიანებს. თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის!“ – წერია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში