დაბადების 87 და პატრიარქობის 42 წელი - პატრიარქი იუბილარია

04 იანვარი 2020, 19:43 1710 ნახვა

დაბადების 87 და პატრიარქობის 42 წელი, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი - იუბილარია. “      ქართველნო ერთად ღვთისაკენ“ - ეს პატრიარქ ილია მეორის, ერთ-ერთი ცნობილი მოწოდებაა. ერში ირაკლი შიოლაშვილმა, კათოლილკოს-პატრიარქობამდე, დიდი და მძიმე გზა განვლო. 24 წლის ასაკში ბერად აღკვეცილი და ილიად წოდებული, სასულიერო მოღვაწეობის გარკვეულ პერიოდს, ბათუმში ატარებს.

 მის სახელს უკავშირდება არაერთი ეკლესია-მონასტრის აღდგენა, მრევლის და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, სასულიერო აკადემიის დაარსება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიოსთვის უფრო ახლოს გაცნობა, არაერთი საერთაშორისო საეკლესიო კონფერენცია და საერთაშორისო კონტაქტების ზრდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში