ქართველი ჩოგბურთელები ATP Cup-ის გათამაშებაზე და ნადალი-ბასილაშვილის დაპირისპირება

04 იანვარი 2020, 20:00 1557 ნახვა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები  ATP Cup -ის გათამაშებაში ასპარეზობს, პრესტიჟულ ტურნირს ავსტრალია მასპინძლობს. ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფის პირველ მატჩში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს და ტურნირის ფავორიტს, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ.

პირველი მატჩი ალექსანდრე მეტრეველმა რობერტო ბაუტისტასთან გამართა და ორ სეტში,– 6:0, 6:0 დამარცხდა. მსგავსი შედეგი მოულოდნელობა ნამდვილად არ იყო, რადგან ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 679-ე ადგილზეა, მისი მეტოქე კი მეცხრეზე.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დაპირისპირება ლეგენდარულ ჩოგბურთელთან, რაფაელ ნადალთან, რომელიც დღეს მსოფლიოს პირველი ჩოგანია. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილი ორ სეტში – 6:3, 7:5 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრებს საქართველოს ეროვნული გუნდი ექვს იანვარს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში