თავდასხმა კენიის სამხედრო ბაზაზე

05 იანვარი 2020, 15:08 1240 ნახვა

კენიის სამხედრო ბაზაზე დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ თავდასხმის დროს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა, 4 ტერორისტი მოკლეს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სომალიში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-შაბააბის“ წევრები კენიაში მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სადაც აშშ-ის სამხედრო შენაერთებიც იმყოფებიან.

კენიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ტერორისტების თავდასხმა მოიგერიეს, რა დროსაც 4 თავდამსხმელი მოკლეს. მოგვიანებით, „ალ-შაბააბმა“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთანაა“ დაკავშირებული და წლებია აფრიკის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს აწყობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში