ირანი და ამერიკა ომის ზღვარზეა

05 იანვარი 2020, 18:04 2714 ნახვა

ირანი და ამერიკა ომის ზღვარზეა. „სიკვდილი ამერიკას“ -ამ სიტყვას, ირანის პარლამენტის წევრები სკანდირებდნენ.  ირანი შეერთებულ შტატებს ურჩევს რეგიონი დატოვოს. დონალდ ტრამპის თქმით, გასულ ღამეს იმოქმედეს ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად.

ირანთან ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, აშშ-ის რამდენიმე ქალაქში. ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისა და ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში