ავსტრალიაში ტყის ხანძარს ისევ ებრძვიან

06 იანვარი 2020, 10:05 1414 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა. ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად უკვე თითქმის მილიონი ჰექტარია დამწვარი. ხანძარს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით ათასი ცხოველი, განადგურებულია კოალების მესამედი.დაიწვა 1 300 სახლი. ავსტრალიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.  მეხანძრეების გარდა ჩართულია რამდენიმე ათასი მოხალისეც, ისევე როგორც სამხედროები.

დასახმარებლად მეხანძრეები ავსტრალიაში კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გაგზავნა. ავსტრალიის სახანძრო სამსახური მოსახლეობას ურჩევს ტერიტორიის დატოვების ნაცვლად , ადგილზე ეძებონ თავშესაფარი,“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში