ირანი ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება

06 იანვარი 2020, 09:35 1181 ნახვა

ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება და ურანის გამდიდრებასა და გამდიდრებული ურანის მარაგის რაოდენობაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავს, - ამის შესახებ ირანის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. განცხადებაში არ არის აღნიშნული, რომ ირანი შეთანხმებას ტოვებს.

მთავრობა აცხადებს, რომ ირანი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. განცხადების თანახმად, ირანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს მაშინ დაუბრუნდება, როცა მისგან სარგებელს მიიღებს.

აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგად 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში