''ქრისტეს მახარობლები'' - საშობაო ალილო

07 იანვარი 2020, 15:17 2862 ნახვა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საზეიმო მსვლელობა "ალილო" ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება. მსვლელობა ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან  დაიწყო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში დასრულდა.

სასულიერო პირებმა დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. როგორ იცით, შობას ალილოობის ტრადიცია 2000 წელს აღდგა.

ალილოზე შეგროვილი შემოწირულობები  ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებს დაურიგდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში