ქობულეთში ძვ.წთ-ით 7769 წლით დათარიღებული შრომის იარაღები აღმოაჩინეს  

07 იანვარი 2020, 20:28 8342 ნახვა

სოფელი ქობულეთი ეტალონური ძეგლია - ამის შესახებ ის არქეოლოგები საუბრობენ, რომლებმაც ბოლო კვლევები ჩაატარეს. მათივე ცნობით დადგინდა, რომ სოფელში ნამოსახლარის ზუსტი ასაკი ძვ.წ. 7769 წელია. აღმოჩენილია ასობით არტეფაქტი და იარაღი. 

„მთავარს“ არქეოლოგმა გურამ ჩხარტიშვილმა 10 ათასი წლის წინ პირველყოფილი ადამიანების პირველი დასახლების შესახებ უამბო და მონადირეთა ბანაკის ადგილიც აჩვენა. სპეციალისტის თქმით, დადასტურდა თუ როგორი მაღალი დონის განვითარება ჰქონდა ქვის ხანის ადამიანს, რომელიც  რთულ იარაღებს ამზადებდა, ამისთვის კი საკმაოდ შორი მანძილიდან ოფსიდიანის ქვას ეზიდებოდა.

ბსუ-ს დაფინანსებით ჩატარებული არქეოლოგიური კვლევები და თანამედროვე მკვლევარები შორეული წარსულის ამბებით...

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში