პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელმაც მეზობელი სასიკვდილოდ დაჭრა 

08 იანვარი 2020, 11:07 1342 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. მიღებული ჭრილობებით კი იგი გარდაიცვალა. 

მკვლელობა მარტვილში მოხდა. პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი აიყვანა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში