ყოფილ სანატორიუმის შენობაში გაჩენილ ხანძარს ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

08 იანვარი 2020, 11:48 1564 ნახვა

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. შენობაში ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა. 

მაშველებმა შენობიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.  მაშველებს 65 წლამდე ასაკის ქალები გარდაცვლილები დახვდნენ. 

ყოფილ სანატორიუმ ''მეგობრობაში'' ამ დრომდე ცხოვრობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები. 

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში