აჭარის მაუწყებლის მეხუთე წევრი უმაღლესმა საბჭომ დღეს უნდა დაამტკიცოს

08 იანვარი 2020, 12:16 1104 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მე- 5 წევრი, დეპუტატებმა დღეს უნდა დაამტკიცონ. დაუჭერენ თუ არა შერჩეულ კანდიდატს, გია ქარცივაძეს მხარს  ეს დღეს გახდება ცნობილი.

სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს,  მანამდე კი ბიუროს სხდომა ჩატარდა.  ამ პროცესების პარალელურად მეხუთე მრჩევლის არჩევის საკითხის შეჩერებას სასამართლოს გზით ითხოვენ ყოფილი კონკურსანტები. ოთხმა მათგანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში