გია ქარცივაძე აჭარის მაუწყებლის მეხუთე მრჩევლად აირჩიეს

08 იანვარი 2020, 12:32 2684 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი გია ქარცივაძე გახდა, რომელიც ბორდში "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით შევიდა. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. 15 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი, ასე დასრულდა ერთ-ერთი საკითხის კენჭისყრა. გია ქარცივაძე ამ დრომდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება. საბჭოში უკვე არის 4 წევრი, აქედან სამი კანდიდატი დეპუტატებმა ორი თვის წინ აირჩიეს.

კვოტები კი შემდეგნაირად არის გადანაწილებული - სამი მრჩეველი მმართველი გუნდის "ქართული ოცნების" კვოტითაა, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით. მეხუთე წევრი კი, ოპოზიციის, ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" წარდგენით შევიდა. 

გია ქარცივაძე სამიდან ერთ-ერთ კანდიდატი იყო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დროებითმა შესარჩევმა კომისიამ დეპუტატებს წარუდგინა. 2020 წლის 6 იანვარს, იმ კონკურსანტებმა,  რომლებიც ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ყოფილი 4 კონკურსანტი ითხოვდა, რომ უმაღლეს საბჭოში გია ქარცივაძის კანდიდატურის არჩევის პროცესი შეჩერებულიყო, რადგან სადაოდ ხდიდნენ უმაღლესი საბჭოს კომისიის მუშაობას

სასამართლოში შუამდგომლობაც დააყენეს, რომელიც ჯუმბერ ბეჟანიძეს დაეწერა. სასამართლოში ამბობენ, რომ მოსამართლეს საკითხის განხილვისთვის ხვალამდე აქვს ვადა. გია ქარცივაძე დეპუტატებმა ისე აირჩიეს, რომ პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში