ირანის შურისძიების აქტი - მსოფლიო ვაშინგტონის გადაწყვეტილების მოლოდინში

08 იანვარი 2020, 15:01 2507 ნახვა

ერაყში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას თაიმს ოფ ისრაელი ავრცელებს. აშშ-გან ცნობები გარდაცვლილთა შესახებ არ გავრცელებულა.  ირანის მიერ ამერიკული ბაზების დაბომბვის ფაქტზე შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპელი ლიდერები.

ევროკავშირი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დონალდ ტრამპს აკრიტიკებს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი განცხადებით,  გადაწყვეტილება  ტრამპის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს და სულეიმანის მოკვლა „უსისტემო“ იყო.

სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა. დაადასტურეს რომ გადაწყვეტილბა  ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით მიიღეს.

თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ირანის „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ომი არ სურთ, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ირანი კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე თავდასხმით დაიმუქრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში