ბათუმის საჯარო სკოლებში მასწავლებლის 10 ვაკანსია გამოცხადდა

08 იანვარი 2020, 16:49 5207 ნახვა

ბათუმში 4 საჯარო სკოლაში ვაკანსიებია გამოცხადებული. კონკურსი  მე-3, მე-4, 14-ე, 27-ე  საჯარო სკოლებში 9 მასწავლებელზე და ერთ დამლაგებელზეა დაგეგმილი. 

ყველაზე მეტი ვაკანსია მე-3 საჯარო სკოლას აქვს გამცხადებული.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მაძიებელ - მასწავლებლებზე ვაკანსიები დღეს,8 იანვარს  გამოაქვეყნა  და განაცხადების მიღება თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) -ზე უნდა გააკეთონ.

მე-3 სკოლა:

დაწყებითის მასწავლებელი - III კლასი;

დაწყებითის მასწავლებელი - II კლასი;

დაწყებითის მასწავლებელი - II კლასი;

ფიზიკური აღზრდა და სპორტი - I, II, III, IV კლასი;

​გეოგრაფია - VII, VIII, IX კლასი;

გეოგრაფია VII, VIII, IX, X, XI კლასი.

მე-4 სკოლა: 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი.

14-ე სკოლა:

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება;

მუსიკა.

27-ე  სკოლე:

დამლაგებელი.

დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე: https://bit.ly/39SEINO

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში