ზამთრის კურორტებზე ეს არ უნდა მომხდარიყო - გიორგი გახარია წყალმომარგების პრობლემაზე

09 იანვარი 2020, 10:42 1305 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სისტემური პრობლემის აღმოფხვრაზე იმუშავებენ, რათა მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.

„წლის დასაწყისში სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე. იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების კუთხით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო.

დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები, თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ფოტო: on.ge

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში