პროფესიული განათლების პედაგოგებს ხელფასები მნიშნელოვნად გაეზრდებათ - ცვლილებებს პრემიერი აანონსებს

09 იანვარი 2020, 11:15 1575 ნახვა

"პროფესიული განათლების პედაგოგებს, საათობრივი ანაზღაურებამნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი ხელფასი გახდება 1800 ლარი გახდება" - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით გაძლიერდება დაფინანსება, რადგან გახარია მიიჩნევს, რომ ეს რგოლი დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს. 

"ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ განათლების რეფორმას და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი, 2020 წლიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი როგორც დასაქმების თვალსაზრისით ჩვენი პრობლემების გადალახვაში და ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რომელიც ჩვენს შრომით ბაზარზე გაგვაჩნია" - ამბობს გიორგი გახარია.  

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელს საათობრივი ანაზღაურება 11 ლარიდან 15 ლარამდე ეზრდება.

საათობრივი ანაზღაურების ზრდა შეეხება 2500-ზე მეტ მასწავლებელს, რომლებიც დასაქმებულები არიან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით.

პროფესიული განათლების განვითარებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 2020 წელს 2013 წელთან შედარებით 57 მლნ ლარით გაიზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში