საჯარო სივრცეში 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან - დაპირისპირება თბილისში

10 იანვარი 2020, 13:28 1358 ნახვა

თბილისში, ვარკეთილში, მოქალაქეები სამი წელია ცდილობენ ''ანას ბაღთან'' კომპანიას 10 სართულიანი კორპუსი არ ააშენებინონ. ისინი ამბობენ, რომ დასახლებაში არსებული ერთდერთი პარკი უნდა შენარჩუნდეს, მშენებლობა კი მათ შვილებს ამის საშუალებას წაართმევს. 

დღეს დაპირისპირება მოხდა ''გისონის'' წარმომადგენლებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრბლებს შორის. კომპანია მშენებლობის დასაწყებად ადგილზე ტექნიკის შეყვანას ცდილობდა. მოქალაქეებმა მათ გზა ცოცხალი ჯაჭვით გადაუკეტეს. 

''სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები, ჰაერი აღარ იქნება. იმ ჯურღმულში როგორ შევიყვანოთ ბავშვები. არ ვიცით რა გავაკეთოთ, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ბავშვებისთვის, სხვა არაფრისთვის. გვეუბნებიან ნაციონალები ხართო, ჩვენ არავინ არა ვართ, ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ფეხის დასადგმელი ადგილი ჰქონდეთ. ბავშვებს აივნებზე ველოსიპედები ულპებათ, ყველა ადგილი გაყიდულია. ორი თვეა დღე და ღამეს ვათენებთ აქ'', - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მოქალაქეების ყვებიან, რომ მშენებლობის დაწყებით ბაღში შესასვლელი იკეტება. 

''სამ ოთხ კორპუსს არ გვაქვს ეზო, მერიამ ეზო არ შეგვარჩინა. არ მოდიან არ გველაპარაკებიან. ჩვენი მერი არ არის?, არ უნდა მოვიდეს და შეგვხვდეს?''...

კომპანიას მერიისგან ნებართვა აქვს და მოქალაქეები მშენებლობის ადგილმონაცვლეობასაც ითხოვდნენ.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ტერიტორიაზე სამუშაოები მაინც დაიწყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში