არასწორი პარკირებისთვის 10 დღეში 350 ჯარიმა გამოიწერა

10 იანვარი 2020, 20:38 2278 ნახვა

ბათუმში არასწორი პარკირებისთვის, თითქმის ყოველდღიურად ასობით მძღოლს აჯარიმებენ. მაგრამ არის თუ არა ჯარიმა გამოსავალი, მაშინ როდესაც პარკირების სისტემა ქალაქში ჯერ კიდევ არაა მოწესრიგებული და პრაქტიკულად სატრანსპორტო პოლიტიკაც არ არსებობს? ცნობილია, რომ ფასიანი პარკირების შემოღების ინიციატივა გასულ წელს ინიციატივად დარჩა, მანქანების სადგომი  ადგილების დეფიციტი კი შემაწუხებელი მხოლოდ ზაფხულში აღარაა.

ის რაც შეიცვალა ფუნქციების გაყოფაა  - პარკირების სამსახურმა ჯერ ავტოტრანსპორტში გადაინაცვლა, ახლა კი მონიტორინგის სამსახური ახლახან შექმნილ ინსპექციაში გადავიდა. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ ჯარიმების გამოწერით არიან დაკავებული.   1 იანვარს ამოქმედებულ სამსახურში ამბობენ, რომ მუშაობა ახალი შემართებით დაიწყეს  და დღემდე  350-მდე  ჯარიმაც გამოწერეს. ამასთან აღიარებენ რომ  პრობლემას მუდმივი მონიტორინგიც ვერ აგვარებს.  არსებული ქაოსით შეწუხებული არიან მძღოლებიც. მათი თქმით ქალაქი უკვე ვერ იტევს  ავტომობილების ჭარბ რაოდენობას, პარკირებისთვის დამატებითი ადგილების მოძიება კი არ ხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში