ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს

10 იანვარი 2020, 23:54 1671 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. "ეხო კავკაზას" ცნობით, სასამართლომ 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებზე, ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უკანონოდ სცნო და გააუქმა. 

გადაწყვეტილება სასამართლომ ადგილობრივი ოპოზიციონერის და ყოფილი დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელის საფუძველზე მიიღო. სასამართლო სხდომას მოპასუხე მხარეებიდან არც დე ფაქტო პრეზიდენტი და არც დე ფაქტო საარჩევნო ორგანოს წარმომადგენელი დასწრებია.

არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პირველი ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა ალხას კვიცინიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

8 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცესკო-მ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მისი მეტოქე პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია იყო, რომელმაც ე.წ. არჩევნების შედეგები არ აღიარა და ე.წ. სასამართლოში გაასაჩივრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში