ირანის ხელისუფლება აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს

11 იანვარი 2020, 10:49 1590 ნახვა

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს. ირანლური სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით ეს იყო "ადამიანური შეცდომა".

მათივე ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ აგებს პასუხს.

თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება მოგვიანებით ირანის პრეზიდენტმაც აღიარა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა მგლოვიარე ოჯახს ,“- დაწერა ჰასან რუჰანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ირანში რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ თვითმფრინავი ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში