ხშირად მოქალაქეები C ჰეპატიტზე მკურნალობას არ იწყებენ - აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

11 იანვარი 2020, 15:05 1111 ნახვა

Cჰეპატიტზე პირველადი გამოკვლევა აჭარაში, 90 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. რეგიონში მობილური ჯგუფი მუშაობს, რომელიც სკრინინგის ჩატარების მიზნით უბნებზე გადაადგილდება და „კარდაკარის“ პრინციპით მოქალაქეებს ც ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და შიდსის გამოსავლენად ანალიზს უტარებს.

სკრინინგი, მხოლოდ რისკ ჯგუფს ავლენს, რის შემდეგაც პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ხშირად მოქალაქეები მკურნალობას არ იწყებენ, რის გამოც მიდევნების პროგრამის დანერგვა იგეგმება. ც ჰეპატიტის გამოკვლევები აჭარაში 2013 წლიდან სახელმწიფო თანაგადახდით ფინანსდებოდა. 2018 წლიდან კი პროგრამა უფასოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში