მეწყრის გამო საცხოვრებელი სახლიდან 6 სულიანი ოჯახი გამოვიდა

13 იანვარი 2020, 12:11 1677 ნახვა

გუშინ, 12 დეკემბერს, დაახლოებით 10-საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა დააზიანა სახლის კედლები და ბზარები გააჩინა. გორჯელაძეების 6-სულიანი ოჯახის ყველა წევრი ნათესავის სახლში გადავიდა, რადგან მიიჩნევენ რომ სახლში ცხოვრება საშიშია. 

რეზო გორჯელაძის ამბობს, რომ ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და უთხრეს, რომ სახლში ცხოვრება საფრთხეს არ შეიცავს. გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლმა მამუკა მამუჭაძემ კი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სახლში ცხოვრება შეიძლება და ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოფელ ხალაში მეწყრული პროცესები ხშირია. გორჯელაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მეწყერი შარშანაც ჩამოწვა მათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე. ამ პრობლემის გამო, გასულ წელს, მეზობლად მცხოვრები იმნაძეების მრავალსულიანი ოჯახი მუნიციპალიტეტმა გაასახლა, რადგან მეწყერმა მათი სახლი დააზიანა და ცხოვრება საფრთხეს შეიცავდა.

​ამ დრომდე მიწის მასისგან სახლის მიმდებარე ტერიტორია არ გაწმენდილა

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში