არ არსებობს მიზნები, ფუნქციები და ამოცანები; არ არსებობს ფინანსური ანალიზი; არ იყო დოკუმენტი საჯარო; არავინ იყო მის შემუშავებაში შიდა სამსახურებიდან ჩართული; არ იყვნენ ჩართული სპეციალისტები; დგინდება არსებითი ხარვეზები; ერთმანეთთან თანხვედრაში არაა განმარტებითი ბარათი და პროექტი - ასეთია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შიდა აუდიტის მოსაზრება. სამსახურს აქვს რეკომენდაციები. ცნობისთვის მას შემდეგ რაც ცვლილებების ფორსირებულად დამტკიცების საკითხი ჩავარდა, პროექტს თანაშრომლებს აცნობენ.
განსაკუთრებით აქტიურობს მრჩეველთა საბჭოს წევრი სოსო სტურუა, რომელიც როგორც შეხვედრიდან გამოსულების ნაწილი ამბობს ავტორს უფრო ჰგავს, ვიდრე ავტორის მაკონტროლებელს. სტრუქტურით უფროსებს უფროსებს უნიშნავენ - ამბობს საბჭოს ახალი წევრი გია ქარცივაძე. იგი ცალსახად ამბობს, რომ ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან ბევრი მიმართულებით საფრთხის შემცველია, მათ შორის რედაქციის და ვებ-სამსახურის დამოუკიდებლობის ნაწილშიც. დღეს ღიად თქვა თამარ წილოსანმაც, რომ არც ის დაუჭერს ცვლილებების ამ ვერსიას მხარს. ცნობისთვის 5-წევრიან საბჭოში რეორგანიზაციის დაწყებას 4 მრჩევლის მხარდაჭერა სჭირდება. ასე რომ თუ აზრს არავინ შეიცვლის, სავარაუდოდ პროექტი ჩავარდება.