მარადიდელების პროტესტი - მიზეზი კვლავ ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევაა

14 იანვარი 2020, 18:11 1504 ნახვა

მარადიდელების კიდევ ერთი პროტესტი. მიზეზი კვლავ ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევაა. მოთხოვნები უცვლელია: საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფომ საბაზრო ფასში გამოისყიდოს, ასევე ითხოვენ კომპენსაცია გაიცეს იმ ოჯახებზეც, რომლებიც სოფლებში რჩებიან, თუმცა მათ გარკვეული საფრთხე ემუქრებათ,  ფიქრობენ, რომ ჰესის აშენების შემდეგ მარადიდში გარემო პირობები შეიცვლება. ადგილობრივები პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

შაბათს მოქალაქეები ადგილობრივი მთავრობის წევრებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან, თუმცა აქციის მონაწილეებს განსაკუთრებული იმედი არც ამჯერად აქვთ. ჰესის მშენებელ კომპანიაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში