ტოჩინოშინმა 25 წლის მე-5 მაეგაშირა დაამარცხა - მეორე გამარჯვება

15 იანვარი 2020, 12:38 1727 ნახვა

ჰაცუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძემ 25 წლის მე-5 მაეგაშირა ენჰოს პირველად დაუპირისპირდა და გამარჯვებაც მოიპოვა. ახლა ქართველი რიკიშის ბალანსი 2-2-ზეა. ხვალ ტოჩინოშინი მეტოქე მეისეი იქნება.

ლევან გორგაძემ, ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მეშვიდე მაეგაშირასთან ონოშისთან მოიპოვა.

ქართველი მებრძოლი ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, მას კვლავ აწუხებს მუხლის ქრონიკული ტრამვა, ასევე დაზიანებული აქვს ნეკნი. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში