ამინდი, ბათუმი - მომდევნო ორი დღე მზიანი იქნება

16 იანვარი 2020, 10:21 2090 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა სანაპირო ზოლში +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში + 4, +6 გრადუსამდე.

კონკრეტულად 17 იანვარს:

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 20-25- მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +14 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 20-25- მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +13

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -6 დღისით +6

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -8 დღისით +4

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +8

გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -14 დღისით -2

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში