ბათუმში მეხუთე სართულიდან 31 წლის ქალი გადმოვარდა

16 იანვარი 2020, 14:46 17896 ნახვა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სასწრაფო დახმარების ცენტრში უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ის პროზექტურაში გადაასვენეს. 

შემთხვევა დღეს, 16 იანვარს, ცოტა ხნის წინ მოხდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში