30 დღეში თბილისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

16 იანვარი 2020, 15:41 2026 ნახვა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა. სააგენტო ცხოველების მეპატრონეებს მოუწოდებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარონ.

პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად. განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ბათუმში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის ექვსი, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში