ირაკლი შოთაძე პროკურორის თანამდებობაზე მეორედ ბრუნდება 

16 იანვარი 2020, 20:01 1711 ნახვა

მოქმედი ხელისუფლების პირობებში შესაძლოა მეოთხე „მეორედ მოსვლა“დაფიქსირდეს - საუბარია გადამდგარ და უკან დაბრუნებულ პირებზე. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და მიხეილ ჩხენკელის შემდეგ, ახლა შესაძლოა ირაკლი შოთაძე დაბრუნდეს. გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგაა ვაკანტური, რაც ქვეყანა და პარლამენტი შალვა თადუმაძემ ჯერ დაარწმუნა, მისთვის ნდობა გამოეცხადებინათ, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გადაწყვიტა გადასვლა.

უფრო ადრე კი პროკურორის თანამდებობა სკანდალური საქმეების პარალელურად ირაკლი შოთაძემ დატოვა. აღმოჩნდა, რომ გადამდგარი პროკურორი გენერალური პროკურორობისთვის იბრძოლებს. დიდი ბრძოლა ალბათ არ დასჭირდება, რადგან მმართველი გუნდი უკვე ღიად აცხადებს, რომ მას მხარს დაუჭერენ. ფაქტს ხელისუფლების ოპონენტები დაცინვას უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი პარლამენტამდე ჯერ საპროკურორო საბჭოს მოუწოდებენ, არსებული კითხვებიდან გამომდინარე არ დაუჭიროს მხარი შოთაძის კანდიდატურას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში