,,ჩიხურადან'' ფრუიძე წავიდა და თურმანიძე მოვიდა

16 იანვარი 2020, 22:15 1618 ნახვა

12 წლის შემდეგ სოსო ფრუიძემ საჩხერის ,,ჩიხურას’’ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
,,ჩიხურას’’ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრუიძე გადაღლილობის გამო ტაიმ-აუტს იღებს და ასპარეზს ახალგაზრდა თაობას უთმობს.


სოსო ფრუიძე საჩხერული კლუბის მწვრთნელი 2007 წელს გახდა. ამ დროის განმავლობაში გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია. 2013 წელს  საჩხერლებმა საქართველოს სუპერ თასი მოიპოვეს, 2017 წელს კი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასი თასის მფლობელი გახდა.

,,ჩიხურა’’ ასევე  ქვეყნის ვიცეჩემპიონიც გახდა . გუნდმა ექვსჯერ კი ევროტურნირების საგზური მოიპოვა. 
გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საჩხერის “ჩიხურას” ვახტან თურმანიძე უხელმძღვანელებს, მისი ასისტენტი კი - ვლადიმერ ზაბახიძე იქნება.


სოსო ფრუიძემ კლუბიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენატრი გააკეთა და აღნიშნა რომ ასპარეზს უთმობს ახალგაზრდა გამოცდილ მწვრთნელებს.


,,საჩხერის ჩიხურაში გავატარე ძალიან შინაარსიანი და საინტერესო 12 წელი, ჩვენ ერთად შევძელით უამრავი სიხარული და წარმატება მოგვეტანა საჩხერისათვის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, სამედიცინო შტაბს, კლუბის პერსონალს, ჩიხურას გულშემატკივარს, განსაკუთრებული მადლობა - კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისათვის და ყველას ვისთან ერთადაც მომიწია ამ ხნის განმავლობაში მუშაობა. ამ ეტაპზე ვაპირებ გარკვეული დრო დავისვენო და ასპარეზი დავუთმო ადგილობრივ ძალიან ნიჭიერ მწვრთნელთა შემადგენლობას .’’ განაცხადა სოსო ფრუიძემ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში