ავარიული დაზიანების გამო, ბათუმში 9 ქუჩას წყლის მიწოდება დილამდე შეუწყდა

16 იანვარი 2020, 23:29 1757 ნახვა

ავარიული დაზიანების გამო, ღამის 12:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: მამია ვარშანიძის ქუჩა, მიხეილ შარაშიძის ქუჩა, ხახულის ქუჩა, გაგარინის ქუჩა, მამია ვარშანიძის VI ჩიხი, ხახულის II შესახვევი, მამია ვარშანიძის II შესახვევი, ნანეიშვილის ქუჩა, ინჯალოს დასახლება.

ინფორმაციას ,,ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

"ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი გაუშვით რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით" -  წერია კომპანიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში