ფარიკაობაში ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრ პირველ 2 კანდიდატს შორის, ქართველი სანდრო ბაზაძეა

17 იანვარი 2020, 11:36 1838 ნახვა

კანადის გრანპრის შემდეგ, კაცთა შორის ხმლით ფარიკაობაში, ტოკიო 2020-ის ოლიმპიური თამაშების რეიტინგი განახლდა.  ევროპის ზონიდან, ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრ პირველ ორ ადგილს, ფრანგი ბოლად აპიტი და სანდრო ბაზაძე ინარჩუნებენ. მონრეალის გრანპრის შემდეგ, ფრანგისა და ქართველის უპირატესობა უახლოეს მდევრებთან კიდევ უფრო გაიზარდა და კონკურენტებისთვის ფაქტიურად ხელმიუწვდომლები გახდნენ.

ბოლად აპიტი (საფრანგეთი) 162 ქულა, სანდრო ბაზაძე (საქართველო) 117 ქულა, ტიბერიუ დოლნიჩეანუ (რუმინეთი) 41ქულა. ამ დროისთვის რეიტინგის მიხედვით სანდრო ბაზაძეს ინდივიდუალური საგზური ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ფაქტიურად განაღდებული აქვს.

ფარიკაობაში ტოკიო 2020-ის მონაწილეთა საბოლოო სია აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება. მანამდე ხმლით მოფარიკავე კაცებს სამი მსოფლიო თასი ელოდებათ. პირველი შეჯიბრი 21-22 თებერვალს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავა გაიმართება. შემდეგი თასის უკვე 6-7 მარტს იტალიის ქალაქი პადოვა უმასპინძლებს, ხოლო ბოლო შეჯიბრი სპორტსმენებს 20-21 მარტს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ელოდებათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში