სავაჭრო ცენტრ "ჭოროხის" მეწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

18 იანვარი 2020, 15:30 3669 ნახვა

აქცია იყო დღეს კობალაძის #3-ში. ყოფილი სავაჭრო ცენტრი "ჭოროხის" 52 მეწილე და მათი ოჯახის წევრები, საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციას ან ახალ აშენებულ შენობაში კომერციული ფართების მიღებას ითხოვენ.

13 000 კვადრატული მეტრის ფართი 2007 წელს გაასხვისეს და დაშალეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტერიტორია 1996 წელს გადაეცათ. მას შემდეგ ის ორჯერ გიყიდა, თუმცა მეპატრონეებს არცერთი ინვესტორი ფართის გადაცემას არ დაპირებია. მოქალაქეებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს და მერიას მიმართეს.

დღეს აქციის მონაწილეებმა მშენებლობის პროცესის შეჩერებაც სცადეს, რასაც მშენებარე კომპანიის წარმომადგენელთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

"ეს ხალხი არ დატოვებს ამ ტერიტორიას, საკუთრებას აქ არავინ არ დაკარგავს. ეს არის კორუცფიული გარიგებით გაყიდული 13 000 კვადრატული მეტრი მიწა. რომელიც ვერცერთი ხელისუფლების პირობებში საკუთრებაში ვერ დავიმტკიცეთ, მიუხედავად დოკუმენტების არსებობისა. ჩვენ ჩვენს საკუთრებას არ დავთმობთ. ეს შენობა და ტერიტორია ხალხს უნდა დაუბრუნდეს, რადგან ეს მისი საკუთრება არ იყო, არ უნდ გაყიდულიყო"- ამბობს აქციის მონაწილე კოტე ჯორბენაძე.

საპირისპიროს აცხადებენ მშენებარე კომპანიაში. აქ ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებთან არანაირი ვალდებულება არ აქვთ. 2017 წელს ეკონომიკის სამინისტროდან მიწა ყველანაირი ვალდებულების გარეშე შეიძინეს.

"ეს ტერიტორია გამოვიდა აუქციონზე ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, შევთავაზეთ უფრო მაღალი ფასი, გავიმარჯვეთ, მივიღეთ პროექტიც, ნებართვაც ოფიციალურად. სახელმწიფოსგან აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ ავაშენოთ სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს. უნდა ჩავდოთ აქ ინვესტიცია და ადამიანები დავასაქმოთ, ჩვენ ეს ვალდებულება გაწერილი გვაქვს დროში. სახელმწიფოსგან ქონება შევიძინეთ ისე, რომ ის ვალდებულებით დატვირთული არ არის, შესაბამისად, ჩვენ ამ ადამიანებთან არანაირი ვალდებულება არ გვაქვს. და არავის აქ იმის უფლება, რომ მშენებლობას ხელი შეუშალოს. ამ ხალხს აქვს პრეტენზიები 1996 წლებიდან, თითქოს ისინი აქ საქმიანობდნენ და ეკუთვნით ფართები რაც ასე არ არის"- ამბობს შპს "დარ ბილდინგის" იურისტი.

ადგილობრივებსა და სამშენებლო კომპანიას შორის დავა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა 2012 წელს საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში