ავსტრალიაში ხანძართან ერთად წყალდიდობასაც ებრძვიან

18 იანვარი 2020, 20:30 1870 ნახვა

ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში მოსულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ჩაიკეტა გზები და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, სადაც ნალექი არ მოსულა ამ დრომდე ცეცხლის 100-მდე კერას ებრძვიან. 

​ვიქტორიაში, ახალ სამხრეთ უელსსა და ქუინსლანდში, რომლებიც ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული შტატებია, საგანგებო სიტუაციების სამსახურებს ახლა წყალდიდობასთან გამკლავება უწევთ.

ავსტრალიაში გაჩენილ ტყის ხანძარს სექტემბერიდან დღემდე 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულია მილიონობით ცხოველი და განადგურებულია 2,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში