ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით, აჭარაში 2 პირი დააკავეს

19 იანვარი 2020, 13:43 1841 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული, ამჟამად ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, დედას - 1957 წელს დაბადებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11- პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გამოძიებით დადგინდა, რომ 1960 წელს დაბადებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1966 წელს დაბადებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.​

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში