ბერლინის სამიტზე მხარეები ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

20 იანვარი 2020, 10:23 1833 ნახვა

ბერლინის სამიტზე მხარეები ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ლიბიაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩავა, რომელიც ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესს დააკვირდება.

ასევე შეიქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაშიც ლიბიაში კონფლიქტში მონაწილე მხარეების წარმომადგენლები შევლენ.

მათი პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაერო-ს მონაწილეობით, ჟენევაში გაიმართება. დოკუმენტს ხელი 16 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს. მათ შორის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის და თურქეთის ლიდერები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და გაეროს ხელმძღვანელები.

ლიბიის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ბრძოლა 2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში