ქართველი მოჭიდავეების 11 მედალი ნიცაში

20 იანვარი 2020, 10:05 1296 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში 11 მედალი მოიპოვა, მათ შორის 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს.- 77 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აჭარის წარმომადგენელმა, გელა ბოლქვაძემ მოიპოვა. ტურნირზე 29 ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა.  

საფრანგეთის ქალაქ ნიცამ ანრი დეგლანის სახელობის 46-ე საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით წარსდგა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში