საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს-სუსი

21 იანვარი 2020, 00:19 1858 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მათივე განმარტებით,  გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებო მისია. 

"საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.  

მათ  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების  ე. წ საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია"- აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში