აჭარაში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა შემცირებულია - საზოგადოებრივი ჯანდაცვა

21 იანვარი 2020, 11:23 1750 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ამბულატორიული შემთხვევები წინა კვირის მაჩვენებლებს ჩამორჩება, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც. 

ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 390-ს შეადგენს, რაც 22 ერთეულით ნაკლებია გასული კვირის მონაცემზე (412).

გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით მოქალაქეების ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობამ 2020 წლის მე-3 კვირის განმავლობაში, რეგიონში 183 შეადგინა, რაც საერთო ჰოსპიტალიზაციის 17,7%-ს შეადგენს. 

გასულ კვირას სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება 267 ადამინს მოუწია.

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, გრიპის ვირუსის პირველივე ნიშნების დაფიქსირების დროს, ოჯახის ექიმს მიმართონ. 

ასევე მთავარ რეკომენდაციათ რჩება ხელების ხშირად დაბანა და ბევრი სითხის მიღება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში