მგონი მე თქვენ პიროვნულად მერჩით - წულუკიანი ლომჯარიას

21 იანვარი 2020, 12:34 1711 ნახვა

სახალხო დამცველთან კითხვა მაქვს, თუ რატომ არ მოითხოვა მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე  სუბკულტურის შესახებ საუბარი, ვიდრე მე მინისტრის თანამდებობაზე ვიქნებოდი, – ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

მინისტრის განმარტებით, ეს პრობლემა სახალხო დამცველის განმარტებით ციხეებშიც ადრე არსებობდა, თუმცა საუბარი რატომღაც ამ თემაზე ახლა დაიწყო. აქედან გამომდინარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველი მას პიროვნულად ერჩის.

"2017 და 2018 წელსაც, როდესაც მე არ გახლდით პენიტენციური სამსახურის მინისტრი, იგივე სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ ციხეებში სუბკულტურა არსებობს.

აქ ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ კითხვებია და საჭიროა პასუხები გავცეთო. მეც მაქვს კითხვა. რატომ არ მოითხოვეთ, ვიდრე მე არ დამინახეთ მინისტრის პოზიციაზე, ამ კომიტეტში სუბკულტურის შესახებ საუბარი და სუბკულტურის შესახებ საკითხების განხილვა. ან მოითხოვეთ და არ დაგიკმაყოფილათ ქალბატონმა ეკა ბესელიამ, ეს არ მგონია. მე ვფიქრობ და მაქვს ეჭვი, რომ დღევანდელი განხილვა თქვენ მოითხოვეთ, იმიტომ, რომ ჩემთვის პირადად დაგესვათ კითხვები და შეგექმნათ საზოგადოებაში აზრი, თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით. თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში