ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში ''წვიმს'' - მოქალაქის წერილი 

21 იანვარი 2020, 15:01 3054 ნახვა

''დღეს თბილისის მერმა ახალი ავტობუსები წარუდგინა დედაქალაქელებს... ვფიქრობ, არც ბათუმელებს გვაწყენდა ავტოპარკის განახლება... ნახეთ, როგორი მდგომარეობა იყო დღეს #1 ავტობუსში, ისევე წვიმდა, როგორც გარეთ... ექვსი სკამი სველი იყო, თანაც ბოლომდე არც კარი იკეტება... მოკლედ, ვინც ავტობუსით მგზავრობს, დამეთანხმება, რომ ეს მგზავრებისთვის დისკომფორტია... მოგვხედეთ, ბატონებო, მოგვხედეთ!'' - დაწერა მოქალაქემ სოციალურ ქსელში. 

ფოტოებში ჩანს რომ სკამები სველია, მგზავრების ნაწილი ფეხზე დგას, ზოგიც კი სკამზე ''სანახევროდ'' ზის. 

ავტობუსის კარები კი კარგად არ იკეტება. 

ბათუმში მეორე დღეა წვიმს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში