ნარკოტიკები რეცეპტის გარეშე - სააფთიაქო ნარკომანიის სავალალო შედეგები

21 იანვარი 2020, 20:01 3186 ნახვა

უკონტროლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია და გაზრდილი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. „მთავარმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა და ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტი ურეცეპტოდ შეიძინა. ასე მარტივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის წამლები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებად გამოიყენება.

მედიკოსების თქმით აღნიშნული პრეპარატები, რომლებსაც ხშირად არასრულწლოვნები ყიდულობენ, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს ფსიქიკურ აშლილობას და ხშირად ფატალური შედეგითაც სრულდება. ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო რეალიზაციისა და ე.წ. „შავი ბუღალტერიის“  ფაქტებს საგამოძიებო უწყებები პერიოდულად ავლენენ. არსებობს დაჯარიმების და საქმიანობის აკრძალვის  შემთხვევები, თუმცა ფაქტია, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში