თბილისის აეროპორტში მგზავრის ბარგში 8 კილოგრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს

22 იანვარი 2020, 11:39 1655 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ,,თბილისის აეროპორტი”, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული - ს.რ. დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში