სამი ტყუპის დედისთვის სისხლი ათობით ადამიანმა გაიღო

22 იანვარი 2020, 14:27 7564 ნახვა

ბათუმში გუშინ 21 იანვარს სამი ტყუპი დაიბადა. მაუწყებელმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 წლის ქალს, სასწრაფოდ ესაჭიროება მეოთხე დადებითი ჯგუფის სისხლი, რადგან პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამი ტყუპის დედის დასახმარებლად სამედიცინო დაწესებულებაში ათობით მოქალაქე მივიდა.

ნათესავის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში სისხლის გასაღებად 30-მდე მოქალაქე მივიდა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა და მას სისხლი კვლავ ესაჭიროება.

''მედიკოსები გვეუბნებიან, რომ ჩემი და აპარატზეა მიერთებული და სისხლს სისტემატურად უსხამენ, ეს პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ მოქალაქეების დახმარება ისევ გვჭირდება. მინდა ყველას ვინც დღეს დაგვირეკა, თუ მოვიდა და სისხლი გაიღო ჩემი დის სიცოცხლის გადასარჩენად მადლობა გადავუხადო. ჩვენ მათი დახმარების იმედი გვაქვს''- გვითხრა შორენა ვაშაყმაძემ.

ახალშობილი ორი გოგონა და ერთი ბიჭია. მაღალი წნევის გამო, დედას შვიდი თვის ვადაზე,  საკეისრო კვეთა დასჭირდა. ბავშვები ინკუბატორში არიან მოთავსებულები. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ვისაც შეგვიძლია დახმარება გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 595 321 008.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში